საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი არ გაიხსნება!

საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი არ გაიხსნება!

საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტი არ გაიხსნება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ ასეთი უნივერსიტეტის გახსნა არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების სისტემის ინტერესებში, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უნივერსიტეტების გახსნის საკითხში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. მით უმეტეს, არანაირი განაცხადი ამ უნივერსიტეტის გახსნის შესახებ სამინისტროში არ შესულა.

ამის მიუხედავად, რუსეთის შიდა წრეებში, როგორც ჩანს, სერიოზულად განიხილავდნენ რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნის საკითხს, რაც საქართველოში პრომაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმოვანა. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლება უფასო იქნება და ყველა ხარჯს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. დეტალების შესახებ კი სექტემბერში გახმიანდება.

რატომ წამოიჭრა რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნის საკითხი და რამდენად საშიში იქნება ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით ასეთი უნივერსიტეტის გახსნა?

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არც ერთი ენის არასდროს შეშინებია, არც ჩინურის, არც რუსულის. მისივე შეფასებით, ანეგდოტად დარჩა, როდესაც საქართველოს საზღვრებთან საკმაოდ მოშორებით, დაღესტნისკენ შენდებოდა გზა და ამის საპასუხოდ საქართველოში მოეწყო ნაცების მიერ ინსპირირებული დემონსტრაციები, სადაც ქართველები აპროტესტებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შენდებოდა გზა.

„ამ დროს უცხოელები სიცილით კვდებოდნენ, კომედიის მომსწრენი ვართ, თბილისიდან 30 კილომეტრში რუსის ტანკები გიდგათ, ამ ტანკებს შეუძლიათ თბილისში მაქსიმუმ ნახევარ საათში შემოვიდნენ, ან იგოეთთან გადაგიკეტონ ძირითადი მაგისტრალი და მაშინ დაემშვიდობეთ თქვენს ეკონომიკას, თქვენს გადაადგილებას, ამას რატომღაც ქართველები შეგუებული ხართ და საფრთხედ არ აღიქვამთ, რუსეთის ფედერაცია კი თავის ტერიტორიაზე გზას რომ აშენებს, ეს საფრთხედ მიგაჩნიათო“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამასთან, მეორე ანეგდოტად მიიჩნევს, როდესაც რუსეთთან რეისების გახსნას ქართველები სახიფათოდ მიიჩნევდნენ. არადა, აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მიერ უვიზო რეჟიმი მოქმედებდა, სააკაშვილი თვითონვე ხვდებოდა ლარსზე რუს ტურისტთა ნაკადს, რაც მეტი შემოვა, მით უკეთესიო. უფრო მეტიც, რუსულად ინტერვიუებს იძლეოდა და ეს თურმე არ იყო სახიფათო.

„სააკაშვილის და ბიძამისის მიერ მოყვანილი ტანკი რომ დგას დედაქალაქთან, ეს სახიფათო თურმე არ არის. აი, თუ ჩამოფრინდა რუსული თვითმფრინავი, მაშინ სახიფათო ყოფილა. ეს ნორმალურია? ეს არ არის ბედნიერი ერი? ქართულ- რუსულ უნივერსიტეტს და განათლების სფეროს რაც შეეხება, როდესაც წარმოებს ასეთი სასტიკი ომი უკრაინაში და ქართველები იქ ვაჟკაცურად იბრძვიან და გმირულად იხოცებიან, რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნის შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად უარყოფითი იქნება. ცხადია, მთავრობას დააბრალებენ იმას, რომ ის პრორუსულია და ახლა შეუდგა რუსული ენისა და კულტურის გავრცელებას. ამიტომ ასეთი უნივერსიტეტის გახსნა მეტად წამგებიანი იქნება“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

მისივე განმარტებით, მარაზმია, როცა საქართველოს ხან აქედან, ხან იქიდან საყვედურობენ რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო. თავის დროზე ჩვენს ქვეყანაში გავრილოვი რომ ჩამოვიდა, საქართველოში მყოფი უკრაინის მაშინდელი ელჩი ამბობდა, როგორ შეიძლება ასე დელეგაციების მიღებაო. საინტერესოა, რომ საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლისას უკრაინაში ომი არ იყო და უკრაინას სრულიად უვიზო მიმოსვლა ჰქონდა რუსეთთან, ბოლომდე ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რაც ომის დაწყების შემდეგაც შეინარჩუნა, მთელი რუსული დელეგაციები კიევში ისხდნენ, მიუხედავად ყირიმის ანექსიისა.

„ლუგანსკსა და დონეცკში ბრძოლების მიუხედავად, უკრაინის მთავრობა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობასაც ინარჩუნებდა, უვიზო მიმოსვლასაც და ყველაფერს, რაც შეიძლება ორ მეგობარ ქვეყანას შორის იყოს. ამ დროს ჩვენ გვსაყვედურობდნენ გავრილოვის ჩამოსვლას. ასეთი დამოკიდებულების გამო ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნასაც სერიოზულად არ ვეკიდები, უნივერსიტეტის შესახებ არავითარი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან არ ყოფილა, თორემ ამას მაშინვე გავიგებდით“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას და ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გახსნას. მისივე მოსაზრებით, ახლა ძალიან ხისტი ვითარებაა და ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება თბილისში „ოცნებისთვის“ წამგებიანი იქნება. შესაძლოა, ამაზე კულუარული საუბარი სადღაც იყო, მაგრამ ამის რეალიზება, ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე გამორიცხულია. ამასთან, ეს პირდაპირ მიბმულია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ამ ნაბიჯს „ქართული ოცნება“, ალბათ, არ გადადგამს.

„არავის სჯერა, რომ ასეთი უნივერსიტეტი რუსული ენის სწავლებისთვისაა საჭირო. თუ ეს უნივერსიტეტი გაიხსნება, ეს იქნება რუსული მეხუთე კოლონის ბუდე, მეტი არაფერი. როცა რუსეთის მთელი ელიტა დასავლეთში სწავლობს, საქართველოში რუსული ენის სწავლის სურვილი არა მგონია, ბევრ ადამიანს გაუჩნდეს. რუსული ენის სწავლა ვისაც უნდა, არ არის პრობლემა, ადგება და ისწავლის, როგორც წესი, უნივერსიტეტი ამისთვის არ იხსნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge- სთან საუბრისას.

merab რუსეთის გარშემო ცეცხლის რკალის შესაქმნელად სჭირდებათ საქართველო. ამისთვის იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტი ელცინის დროს და "კონსტიტუციური წესრიგის" აღდგენა სააკიანის დროს. ახლა, ენჯეო ნაბიჭვრები განათლების სამინისტროდან როგორ დაუშვებენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას? ახლა გაახსნდათ ეროვნული ღირსება და ოკუპაცია გაურკვეველი ეროვნების და ორიენტაციის მამრაძე-ამილახვარებს.
9 თვის უკან
dimpi ნაცების ანტიქართულ სექტას როგორც თვითონ არიან დეგრადირებული ისევე უნდათ ხალხის დეგრადირება, ამისთვის ყავთ ბერძენიშვილის და კმარას აქტივისტები რომელთაც აპიარებენ, იმის მაგივრად რომ ხალხთან ცოდნა გა განათლების მიტანა შეძლონ
9 თვის უკან
dimpi მურვან ყრუ ან შაჰ-აბასი დღეს რომ ყოფილიყვნენ ვენახს კი არ გაანადგურებდნენ არამედ სწორედ განათლებას დაერეოდნენ...
9 თვის უკან
dimpi საკივირველი ისაა რომ სწორედ ათეისტური სსრკს პერიოდში შეიქმნა ის უნიკალური განათლების სისტემა რომელიც ბიძგს იძლეოდა ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე
9 თვის უკან