ია ფარულავა თხოვდება

ია ფარულავა თხოვდება

მსახიობი ია ფარულავა შეყვარებულია, მისი რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ტარიელ სუარია. ის გიტარისტია და წარმატებით სარგებლობს ევროპულ მუსიკალურ სამყაროში. ტარიელ სუარის მიერ მუსიკალურად გაფორმებული ფილმები არაერთ კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ამ ნომინაციაში. ია ფარულავა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს ფადი ასლისთან ოჯახის დანგრევის შემ­დეგ ყოველთვის თავს არიდებს. როგორც ჩანს, წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, ისინი გრძნობებს "ფეისბუქზეც" არ მალავენ. ტარიელი საკუთარ გვერდზე იას ფოტოს აქვეყნებს, სათაურით - "ჩემი მუზა და სუნთქვა", მეორე ფოტოზე კი წერს, რომ ეს არის ადამიანი, "რომელსაც მაღალზნეობრივ ფასეულობებსა და ღირებულებებზე წინ არასოდეს არაფერი დაუყენებია. ადამიანი, რომელიც საზოგადოებში კეთილ­შობილების წყაროს სახით უწყვეტად ჩამოედინება. ადამიანი, რომლის გარეგნული და შინაგანი მშვენიერება მარადიული სილამაზის სიმბოლოდ იქცა. ადამიანი, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს. ადამიანი, რომელმაც, მიუხედავად ურთულესი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, საკუთარი თავი ბავშვური სილაღითა და უგულწრფელესი ადამიანის სახით შემოინახა. მენატრები, პატარავ! მიყვარხარ სიგიჟემ­დე". ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით ია და ტარიელი უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებენ.

"ყველა სიახლე" ტარიელ სუარს გაესაუბრა:
- სად გაიცანით ია?
- 20 წელზე მეტია, ია მიყვარს, ყოველთვის მინდოდა მასთან შეხვედრა და თუნდაც ავტოგრაფის ჩამორთმევა, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოხერხდა. მე გერმანიაში ვმოღვაწეობ, სადაც ბახის მუსიკას ვუკრავ. აღმოჩნდა, რომ იას ძალიან უყვარს ბახი, ერთმანეთთან სწორედ ამან დაგვაკავშირა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა. ია ზუსტად ისე აფასებს ბახის მუსიკას, რო­
გორც ფრანკფურტის კრიტიკოსები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.

- დაოჯახებას როდის აპირებთ?
- ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახავ.