შსს-მ `რუსთავი 2`-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა

შსს-მ `რუსთავი 2`-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ მორიგი ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაადგინეს. იგი ყვარელში მცხოვრები, 1976 წელს დაბადებული ლევან ლ. აღმოჩნდა. ამჟამად ის დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება 18 სექტემბერს 02:30 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცენტრის ოპერატორს „რუსთავი 2“-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შეატყობინა.

შეტყობინებისთანავე ადგილზე შსს-ს შესაბამისი სამსახურები გამოცხადდნენ. რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით). დანაშაული სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.