რძე უნიკალური პროდუქტია

რძე უნიკალური პროდუქტია

თავისი შემადგენლობით რძე უნიკალური პროდუქტია. არც ერთ სხვა პროდუქტში არ არის ამინომჟავების ასეთი ნაკრები, ცხიმმჟავათა და რძის შაქრის ასეთი კომპლექსი.

რძე შეიცავს: კობალტს, რკინას, სპილენძს, B, ჩ და P ჯგუფის ვიტამინებს. ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას. ის, ასევე, შეიცავს ნახშირწყლებს, ცხიმებს, სრულფასოვან ცილებს.

რძის გადამუშავებას ძალიან ცოტა კუჭის წვენი სჭირდება. რძე აღვიძებს მადას და მის შესათვისებლად ორგანიზმი ძალას არ ხარჯავს. რძის პროდუქტები შეიცავს ადამიანის სიცოცხლის უნარიანობისთვის საჭირო აბსოლუტურად ყველა საკვებ ნივთიერებას.

რძის ცილა ხორცის ცილაზე უფრო სასარგებლოა. რძეს, მაწონსა და ხაჭოს დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულთა კვებაში.

ცხიმგამოცლილ რძეში თითქმის არ არის ქოლესტერინი. არ არსებობს ისეთი დაავადება, რომლის დროსაც ავადმყოფს რძის ნაწარმის მიღება ეკრძალება.

ჯანმრთელმა ზრდასრულმა ადამიანმა დღიურად უნდა მიიღოს დაახლოებით 400 მილილიტრი რძე, ხოლო ბავშვებმა – 250 მილილიტრი.