"ეს იყო სიგნალი - რამზან, ყველას ფეხებში ნუ ედებიო" - ძალოვნების რეიდი მოსკოვში, მეჩეთში და გაბრაზებული კადიროვი - კრემლი ჩეჩნეთის ლიდერს არ უსმენს

მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე მე­ჩეთ­ში პო­ლი­ცი­ის რე­იდს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. მისი თქმით, "ეს უკვე მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­აა, რო­დე­საც მუს­ლიმ­თა სა­ლო­ცავ­ში ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ამოწ­მე­ბენ, თით­ქოს იქ რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხდე­ბო­დეს, რაც მუს­ლიმ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფაა".

რო­გორც kavkaz-uzel.eu წერს, ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი კა­დი­რო­ვის­თვის იმის მი­ნიშ­ნე­ბაა, რომ "ცხვი­რი იქ არ უნდა ჩა­ყოს, სა­დაც მისი ად­გი­ლი არ არის"...

"პირ­და­პირ ნა­მა­ზის დროს შე­ვიდ­ნენ მე­ჩეთ­ში, დო­კუ­მენ­ტრა­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის სა­ბა­ბით. ეს არის რე­ი­დი და ამი­ტო­მაც, 15 ივ­ლისს მო­ვი­თხო­ვე იმ ძა­ლოვ­ნე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და",- გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამა­ვე მი­ზე­ზით, ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვი, მოს­კო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორს შეხ­ვდა და ძა­ლოვ­ნე­ბის დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. მას მხა­რი და­უ­ჭი­რა და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­მა, სერ­გეი მე­ლი­კოვ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"თუმ­ცა, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლი ლი­დე­რე­ბის აღ­შფო­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­კო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორს მომ­ხდარ­ზე არც კო­მენ­ტა­რი გა­უ­კე­თე­ბია და აღარც დე­ლი­მო­ნა­ხო­ვი-მე­ლი­კოვ­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი გა­მო­უთ­ქვამს", - წერს kavkaz-uzel.eu.

რუსი პო­ლი­ტი­ლო­გის, სერ­გეი ჟა­ვო­რონ­კო­ვის მო­საზ­რე­ბით, "ბოლო ხა­ნებ­ში, მოს­კოვ­ში კა­დი­რო­ვის გავ­ლე­ნა შემ­ცირ­და და ეს ძალ­ზედ თვალ­ში­სა­ცე­მია. ამის დას­ტუ­რია ის, რომ მის არც ერთ მო­თხოვ­ნას არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, მისი მი­ლა­შინ­ზე თავ­დას­ხმა ისე გა­ა­ტა­რეს, თით­ქოს არაც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. და­ა­იგ­ნო­რეს. პო­ლიტ ელი­ტა­ზე მას გავ­ლე­ნა არც არას­დროს ჰქო­ნია, თუმ­ცა, კრემლში მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და. ახლა კი, კრემლში იმ­დე­ნი პრობ­ლე­მაა, რომ ძა­ლოვ­ნე­ბის მე­ჩეთ­ში რე­ი­დის გან­სა­ხილ­ვე­ლად არა­ვის სცა­ლია.

კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა უფრო მუს­ლი­მი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მათ რა­ღაც მკვეთ­რი ბიძ­გი სჭირ­დე­ბათ იმა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად, რომ კა­დი­როვს გავ­ლე­ნე­ბი არ და­უ­კარ­გავს. ვფიქ­რობ, შორს არ არის ის დრო, რო­დე­საც გა­ირ­კვე­ვა, რომ კა­დი­რო­ვის მო­თხოვ­ნე­ბა­ზე რე­აქ­ცია არა­ვის აქვს და ეს მათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­უწ­ვევს", - მი­ა­ჩია მას.

"კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა ასამ­ბლე­ის" პრე­ზი­დენ­ტის, რუს­ლან კუ­ტა­ე­ვის თქმით, კა­დი­რო­ვის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მას აგ­რძნო­ბი­ნეს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ აქვს.

"ეს იყო სიგ­ნა­ლი - რამ­ზან, მი­ხე­დე შენს საქ­მეს და ყვე­ლას ფე­ხებ­ში ნუ ედე­ბიო. ჩვე­უ­ლებ­რივ, ძა­ლოვ­ნე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად არ იღე­ბენ, ისი­ნი ზე­მო­დან იმარ­თე­ბი­ან. საქ­მე ის არის, რომ მხო­ლოდ ერთ მე­ჩეთ­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა რე­ი­დი, ეს კი პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბა იყო. მათ თა­ვად გა­და­წყვი­ტეს, სად უნდა შე­სულყვნენ და სად - არა. ჩვენ კი, რე­ლი­გი­ით შე­ფუ­თუ­ლი არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა გვი­ნა­ხავს, ხომ ასეა?!

რო­დე­საც ასე­თი ოპე­რა­ცია იგეგ­მე­ბა, არა­ვინ ფიქ­რობს, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა კა­დი­რო­ვის ან სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბის მე­თა­უ­რე­ბის იმი­ჯი შე­არ­ყი­ოს, თუმ­ცა, ისი­ნი ასე მი­იჩ­ნე­ვენ. მან კი ეს გა­მო­ი­ყე­ნა და ეს ოპე­რა­ცია მუს­ლი­მე­ბის შე­უ­რამ­ცხყო­ფელ ჟეს­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნა, რა­ზეც მას უპა­სუ­ხეს - ყვე­ლა­ფე­რი შენი საქ­მე არ არის, შენი ად­გი­ლი იცო­დე", - მი­აჩ­ნია "კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა ასამ­ბლე­ის" პრე­ზი­დენტს.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, მსგავ­სი ინ­ცინ­დენ­ტი მოს­კოვ­ში აპ­რილ­შიც მოხ­და. მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ტბას­თან ახ­ლოს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და. მოს­კო­ვის მერ­მა პი­რო­ბა დადო, რომ "კო­სი­ნოს წმინ­და ტბას­თან" ახ­ლოს მე­ჩე­თი არ შენ­დე­ბო­და. თუმ­ცა, საქ­მე­ში კა­დი­რო­ვი ჩა­ე­რია. მა­შინ ადი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წერ­დენ, რომ კა­დი­როვს უნ­დო­და, მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­შე რე­ლი­გი­ის დამ­ცველ პერ­სო­ნად წარ­მო­ე­ჩი­ნა თავი. სა­ბო­ლო­ოდ, მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის ბედი ისევ გა­ურ­ვე­ვე­ლი დარ­ჩა.

კა­დი­რო­ვის მო­თხოვ­ნას, და­ი­სა­ჯოს მე­ჩეთ­ში რე­ი­დის მომ­წყო­ბი ძა­ლოვ­ნე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტის მოჰ­ყვა. მათი თქმით, "კა­დი­რო­ვი არც ისე­თი სუ­ლე­ლია, რომ თა­ვის გავ­ლე­ნე­ბის მი­მართ ასე­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ახლა თავს "გა­და­ფა­სე­ბუ­ლად" გრძნობს და ცდი­ლობს, მისი პერ­სო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს. პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის სა­ში­ნე­ლი, ბევრ სხვა რა­მეს­თან ერ­თად, კი­დევ იმით არის, რომ ასე­თი პი­რე­ბი თა­ვის თავს ამ­გვარ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ. ვფიქ­რობ, მისი იგ­ნო­რი ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა", - მი­აჩ­ნია ილია მა­გო­მე­დოვს.