გიორგი ვოლსკი ჩორჩანას საგუშაგოზე: იმის ლაპარაკი, რომ ისინი [საოკუპაციო რეჟიმი] მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა

გიორგი ვოლსკი ჩორჩანას საგუშაგოზე: იმის ლაპარაკი, რომ ისინი [საოკუპაციო რეჟიმი] მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა

იმის ლაპარაკი, რომ ისინი მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ჩორჩანას საგუშაკოს საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი იყო მინიატურული ვერსია 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინა პერიოდის.

„საერთოდ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში უნდა ვიმსჯელოთ შედეგის მიხედვით, რა შედეგი მოიტანა ამა თუ იმ ნაბიჯმა. პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ ეს არის მცირე, რაღაცა მინიატიურული 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდი, აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა. მაშინაც ამაზე იყო საუბარი. ვმუშაობდით საკმაოდ ინტენსიურად და კარგად ვითარდებოდა სამშვიდობო პროცესი, რამდენიმე მოლაპარაკების ფორმატი იყო, ინტერნაციონალიზაცია პროცესების აშკარა იყო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა იყო და მერე შეიცვალა 2006 წლიდან. ეს გრძელი თემაა, ამ შეცვლასაც თავისი მიზანი ჰქონდა. მაგრამ რეალურად, როდესაც ვთქვით, რომ ეს რომ არ მომხდარიყო რეალურად, ჩვენ შეგვეძლო გამოსულიყავით ამ მდგომარეობიდან ისე, რომ ომი არ მომხდარიყო, ბიჭები არ შესწიროდნენ, სოფლები არ დაგვეკარგა და ასე შემდეგ, იყო ძალიან დემაგოგიური შემოტევა. მითუმეტეს ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ და ამბობდნენ, როგორც თქვენ რუსებს იცავთ? თქვენ რუსების აგრესიის არ გჯერათ? რეალურად, პრაგმატული შეფასებებია საჭირო, აქ არ არის ემოცია. ოკუპანტთან დაკავშირებით სპეკულაცია გამოდის. მაგრამ რეალურად იმის ლაპარაკი, რომ ისინი მაინც გადმოიწევდნენ და ჩვენ აქ პრევენცია გავაკეთეთ, რა პრევენცია გავაკეთეთ? არაფერი პრევენცია, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა.

აგრესორია, ოკუპანტია და რა საკვირველია თავის გეგმები აქვს. მაგრამ როგორც კი პროვოცირებას უკეთებ, მითუმეტეს ამ პროვოცირებით უმართლებ იმ აგრესიას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში, შემდეგი ხელი მოაწერეს, რომ რუსები იძულებული იყვნენ შემოვიდნენო, დაახლოებით იგივე საუბარი მიდის. ახლა უფრო დემაგოგიურად კიდევ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

აღნიშნულ საკითხზე იმდროინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ იბარებენ.

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე და კახი კახიშვილი უკვე გამოიკითხნენ.

2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხებს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითი კომისიაც სწავლობს. საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული საკითხი 11 ივნისს განიხილა.

სხდომაზე გამოკითხვაზე მისულმა, ჩორჩანას მკვიდრმა, ელგუჯა ხარაზიშვილმა განაცხადა: „გაიხსნა ეს საგუშაგო თუ არა, გავიდა ცოტა ხანი და სოფელ წაღვლის ტერიტორიაზე შემოვიდნენ და რუსებმა გააკეთეს საგუშაგო. გაკეთდა რუსების საგუშაგო და წაიღეს სოფელ წაღვლის ტყე, შემოვიდნენ დაახლოებით კილომეტრნახევარი. ვერანაირად ვეღარ შევდივართ, 2019 წლის 24 აგვისტომდე შევდიოდით.“