ავტობუსში, დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა - დაკავებული აცხადებს, რომ საქართველოდან დევნილია

ავტობუსში, დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა - დაკავებული აცხადებს, რომ საქართველოდან დევნილია

ბელ­გი­ის ქა­ლაქ ან­ტვერ­პენ­ში 76 წლის მა­მა­კა­ცი და­ნით მოკ­ლეს, და­კა­ვე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან დევ­ნი­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Gazet van Antwerpen-ი ავ­რცე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38 წლის მა­მა­კაც­მა, რომ­ლის სა­ხე­ლიც არის სი­მო­ნი, ან­ტვერ­პე­ნის ლინ­კე­რუ­ვე­რის უბ­ნის ავ­ტო­ბუს­ში და­ნით 76 წლის მა­მა­კა­ცი მოკ­ლა და კი­დევ ერთი მუხ­ლში დაჭ­რა.

და­კა­ვე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ას­თან სა­უბ­რის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­დან დევ­ნი­ლია. და­კი­თხვის დროს მას ქარ­თვე­ლი თარ­ჯი­მა­ნი ახ­ლდა თან.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ან­ტვერ­პე­ნის პო­ლი­ცი­ის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის გუნ­დმა მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა. ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ას დღის და­სა­წყის­შიც და­უ­კავ­შირ­დნენ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ი­დან ქურ­დო­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც, წი­ნას­წა­რი ცნო­ბე­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მა­შინ მისი და­კა­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი კლი­ენ­ტი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. ან­ტვერ­პე­ნის პრო­კუ­რო­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვი­სა და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის­თვის გა­და­იყ­ვა­ნეს.