როდის ხდება ჩაი სასარგებლო და როდის - მავნებელი

როდის ხდება ჩაი სასარგებლო და როდის - მავნებელი

ჩაი ხსნის დაღლილობას, ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, შველის იოგების დაჭიმულობას. როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაი, სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ამ სასმლის მთავარი ღირსება კი ალკოლოიდი ტანინია, რომელიც ორგანიზმს სტიმულს აძლევს.

ჩაი ვიტამინებით მდიდარი სასმელია. მასში შემავალი ვიტამინი P საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ერთი ფინჯანი ჩაი დაახლოებით 35 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, ამიტომ ახასიათებს მას ორგანიზმის მოდუნება.

თუმცა, ეს სიცოცხლის ელექსირი, შესაძლოა, ადამიანისთვის მავნე გახდეს. დღის განმავლობაში მიღებული 7 ჭიქა მაგარი ჩაი კოფეინის ისეთ რაოდენობას შეიცავს, რომელმაც, შესაძლოა ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. კერძოდ, ის ზრდის ძვლისა და თირკმელების დატვირთვას, რაც ტოქსიკოზს იწვევს.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩაი საჭმლის მომნელებელ სისტემას უწყობს ხელს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთათვის არ არის სასურველი, ასევე, თავი უნდა შეიკავონ მათაც, ვისაც მომატებული მჟავიანობა აწუხებს.

ჩაი თეოფილინსა და კოფეინს შეიცავს, რისი წყალობითაც ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება. როცა ნერვული სისტემა აგზნებულია, სისხლძარღვები ვიწროვდება. ეს კი ძალიან სახიფათოა ათეროსკლეროზის დროს და, შესაძლოა ტვინში თრომბის წარმოქმნა გამოიწვიოს.

მაგარი, ცხელი ჩაი კარგია მაღალი სიცხის დროს, რადგან მას შარდმდენი ეფექტიც აქვს. ამ დროს გამოიყოფა ოფლი, მასთან ერთად კი – მავნე ნივთიერებები, შარდს კი ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს.