რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Football Italia” გაავრცელა ცნობა რომ კლუბი „რომას“ თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
გამოცემას „რომას“ გენერალური დირექტორი მაურო ბალდისონი ესაუბრა. სენიორ მაუროს მტკიცებით, 36 წლის მოთამაშე გუნდში 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ფრანჩესკო ტოტის ხელფასიც გაეზრდება და ანაზღაურების სახით წელიწადში 3,2 მილიონ ევროს მიიღებს.
„ფრანჩესკო „რომას“ ცოცხალი სიმბოლოა. ასაკის მიუხედავად ჩინებულ სპორტულ ფორმაში იმყოფება და მაღალ დონეზე ასპარეზობა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია. მოხარული ვარ რომ ტოტი ხანგრძლივ საფეხბურთო კარიერას ჩვენთან დაასრულებს.“ - განაცხადა მაურო ბალდისონმა.