ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს ახალგაზრდა თაობას არ უნდა საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი მათ ხელშია

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოს ახალგაზრდა თაობას არ უნდა საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი მათ ხელშია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროპელი დეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური, ევროპული ტიპის თაობაა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ეს თაობა მოიტანს ცვლილებას. ბოლო დემონსტრაციებმა საქართველოში გვანახა, რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან ევროპული და მონდომებულია. მათ არ უნდათ საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება. დემოკრატიული საქართველოს მომხრეები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი მათ ხელშია. ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობების ესკალაცია მოხდეს, რაც გასული არჩევნების დროს დაფიქსირდა. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლისა და დაშინების მცდელობა იქნება. ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით ყველა მათი ტრიუკი, იმისთვის რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ფონ კრამონმა.