„ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“

„ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“

ყველას გვაქვს ნანახი შესანიშნავი ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, მაგრამ ალბათ არ იცით, რომ ამ კინოფილმის ბედი სასწორზე იდო.

როდესაც გადაღებები დასრულდა და სურათი თავდაპირველად საქართველოს იმდროინდელ პირველ პირს, ვასილ მჟავანაძეს უნდა ენახა, მეტად უხერხული სიტუაცია შეიქმნა.

ვასილ პავლოვიჩმა სეანსის დასაწყისში ფილმის დასახელება იკითხა. პასუხად “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მიიღო.

მჟავანაძე მოულოდნელობისაგან გაწითლდა და გაკვირვებისაგან ენა ჩაუვარდა. ბოლოს “დააწყნარეს” და სურათის ჩვენებაც დაიწყო.

პირველი მდივანი სერიოზული გამომეტყველებით იჯდა და კომედია აშკარად არ მოსწონდა. მდგომარეობა ფილმში იპოლიტე ხვიჩიას გამოჩენამ გამოასწორა. როდესაც ეს უკანასკნელი ეკრანზე იხილა, მჟავანაძემ პირველად გადაიხარხარა, მას მთელი დარბაზიც აჰყვა.

„ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” გადარჩა და რამდენიმე დღეში საქართველოს კინოთეატრებშიც გადაინაცვლა.