ქათმის ხარჩო

ქათმის ხარჩო

ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და მოშუშეთ თავდახურულ ქვაბში ხახვთან ერთად. დაასხით ადუღებული წყალი და ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი.

დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა მოათავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და კარგად გახსენით. შემდეგ ჩაასხით ქვაბში და ადუღეთ, ვიდრე ქათამი არ მოიხარშება.

ინგრედიენტები:

1 ცალი ქათამი,

1 თავი ხახვი,

4-5 ცალი პომიდორი,

1,5-ჭიქა ნიგოზი,

2-კბილი ნიორი,

1 ჩ.კ.-დანაყილი ქინძი და ზაფრანა,

რამოდენიმე ძირი ცოცხალი ქინძი,

მარილი გემოვნებით.