რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად და შეუფერხებლად იმუშაოს. ეს ნივთიერება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ კალიუმს, რაც ძალიან მავნებელია. ზოგი ადამიანი, გაცილებით მეტი რაოდენობით მარილს მოიხმარს, ვიდრე ეს საჭირო და აუცილებელია.

ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსი ორგანიზმში სითხის მარაგის საჭირო რაოდენობით შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასევე, სისხლძარღვების მუშაობას უწყობს ხელს და აუცილებელია კუჭში მარილმჟავას წარმოქმნისთვის. ორგანიზმში ჭარბი მარილის დაგროვება კი ისეთივე საშიში და საზიანოა, როგორც მისი დეფიციტი.

ადამიანის ორგანიზმს დღეში დაახლოებით 13 გრამი მარილი ესაჭიროება. ჭარბი მარილის კომპენსირება ადვილად არის შესაძლებელი.

უნდა იცოდეთ და დაიცვათ შემდეგი პირობა - წლის განმავლობაში მეტი ბოსტნეული ჭამეთ, გაზარდეთ სითხის რაოდენობა, სვით ისეთი წყალი, რომელიც მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს.

ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილი აზიანებს თირკმელებს, გულსა და სასიცოცხლო არტერიებს. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისას, ორგანიზმში სითხე გროვდება. ეს კი, შეშუპებისა და ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ძალიან მარილიანი საკვების მიღება, აგრეთვე, იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ათეროსკლეროზს.

მარილის ძირითადი რაოდენობა საკვებიდან უნდა მიიღოთ. ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება და იზრდება მოთხოვნა მარილზე, ჯანმრთელ ადამიანს კი ნაკლებმარილიანი და ნაკლებად მწარე საკვების მოთხოვნილება აქვს.