„კაცობრიობა თანდათან კარგავს ინტელექტუალურ და ემოციურ შესაძლებლობებს“, - ამტკიცებს სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი.
გონებრივ და ინტელექტის განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების მოქმედებაში ოპტიმალური ნახტომი ჩვენს წინაპრებში ჯერ კიდევ აფრიკიდან გამოსვლამდე მოხდა.
მაშინ მათი ძირითადი ამოცანა თვითგადარჩენა იყო და ამიტომ მასზე მიმართეს ინტელექტის მთელი ძალა. ინტელექტი და ემოცია კი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული გენურ მუტაციებზე, სწორედ ამ მუტაციამ მიიყვანა კაცობრიობის ინტელექტი განვითარების პიკამდე, შემდეგ კი, როდესაც ადამიანს ცხოვრება გაუადვილდა, ინტელექტმა დაცემა დაიწყო.
თუმცა, მეცნიერთა აზრით, ინტელექტის განვითარებაში მონაწილე ორიდან ხუთ ათასამდე გენიდან, სამი ათასი წლის განმავლობაში, ანუ, 120 თაობაში, მხოლოდ რამდენიმემ განიცადა მავნე მუტაცია. მაგრამ, ბოლო დროს ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარებამ საგრძნობლად დააჩქარა ინტელექტის დეგრადაცია.
მეცნიერთა აზრით, „დაკარგული ინტელექტის“ აღსადგენად ხელოვნური გარემოს შექმნა რომ არ გახდეს საჭირო, აუცილებელია, შესაბამისი სფეროს მკვლევრებმა შეისწავლონ მილიონი გენური მუტაციიდან თითოეული, რომელმაც, შეიძლება, ხელი შეუშალოს ჩვენს ინტელექტუალურ განვითარებას, აღწერონ მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან და გარემო პირობებთან.
მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შევწყვიტოთ ან სასურველი მიმართულება მივცეთ ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედში განვითარების ნებისმიერ სტადიაში მყოფ გენურ მუტაციას.