შერილ ქოულის ახალი აღიარება

შერილ ქოულის ახალი აღიარება

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ცნობილი ბრიტანელი ფეხბურთელი ეშლი ქოულის ექსმეუღლე, მომღერალი და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალური ბრიტანელი ქალი - შერილ ქოული, ახალი ტიტულის მფლობელი გახდა.

ქოული ამჯერად ბრიტანელებმა „საუკეთესო ვარცხნილობისთვის” გამოარჩიეს.

შერილს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს და ხშირად იცვლის თმის ფერს - ხან ქერად, ხან კი მუქად იღებავს.

გამოკითხვაში, რომელშიც 5 ათასი ბრიტანელი მონაწილეობდა, შერილ ქოულმა ხმათა უმრავლესობით  ქეით უინსლეტი, რიჰანა, ბეიონსე და ჰერცოგინა კეტრინი ჩამოიტოვა.