ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 12 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორი რამდენიმე საათში დაადგინეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ ზარის განმხორციელებელი სამტრედიაში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული გიორგი შ-ა.
მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.