ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ ორივე ზარის ავტორის ვინაობა პოლიციამ რამდენიმე წუთში დაადგინა.
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორი მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ანდრია კ-ა. სამართალდამცველებმა ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნიკოლოზ ა-ა. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.