ცოტა ხნის წინ ამერიკულმა დამოუკიდებელმა კონსალტინგურმა სააგენტომ, "Legatum Institute", გამოაქვეყნა მსოფლიოს 10 უბედნიერესი ქვეყნის სია.
ამ ქვეყნების გამოსავლენად მათ 110 ქვეყანაში ჩაატარეს კვლევა.
მკვლევარები შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ: შესაძლებლობა ილაპარაკო ყველაფერი, რასაც ფიქრობ და არ გეშინოდეს შედეგების, გქონდეს რწმენის თავისუფლება, უსაფრთხოდ გრძნობდე თავს საკუთარ სახლში, გქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა და შემდგომ საქმიანობის დაწყება, ამ საქმიანობისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა და იმის რწმენა, რომ რაც უფრო მეტს გააკეთებ, უფრო მეტს მიიღებ და ა.შ.
110 ქვეყნიდან უბედნიერესი ანუ აყვავებული ქვეყნების ათეულის სია ასე გამოიყურება:
1. ნორვეგია 2. დანია 3. ფინეთი 4. ავსტრალია 5. ახალი ზელანდია 6. შვეცია 7. კანადა 8. შვეიცარია 9. ნიდერლანდები 10. შეერთებული შტატები.