რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Punto Pelota” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცოტა ხნის წინ კატალონიურმა „ბარსელონამ“ არგენტინის ეროვნული გუნდის ლიდერს ლეო მესის წლიური ანაზღაურება გაუზარდა. მიმდინარე სეზონიდან დიეგო მარადონას თანამემამულე ხელფასის სახით წელიწადში 10.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ესპანური გამოცემის მტკიცებით, ლეო მესი საკუთარი ანაზღაურებით უკმაყოფილო გახლავთ და მისი მნიშვნელოვნად გაზრდა სურს.
„Punto Pelota”-ს ჟურნალისტების მტკიცებით, სამხრეთ ამერიკელ შემტევს ხელფასის სახით წელიწადში 18 მილიონი ევროს მიღება უნდა.
ამ დღეებში ლეო მესი არგენტინის ნაკრებს „მუნდიალი - 2014“-ის შესარჩევ შეხვედრაში ეხმარებოდა. ფეხბურთელი ამჟამად ქალაქ ბარსელონაში იმყოფება და დღეს-ხვალ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან ანაზღაურების გაზრდის საკითხს დააყენებს.