საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2013 წელი, აგვისტო)

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2013 წელი, აგვისტო)

საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას.

2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 3 568 518 ვიზიტი შეადგინა, რაც 26,4%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 415 215 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,7%);

ბ) ტრანზიტი - 758 872 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 61%);

გ) სხვა - 1 394 431 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20%).

2013 წლის აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+25%), აზერბაიჯანიდან (+21,9%), სომხეთიდან (+26,8%), რუსეთიდან (+44,2%), უკრაინიდან (+59,3%) და ირანიდან (-41,2%) განხორციელდა. ასევე, გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით იანვარ-აგვისტოს თვეებში გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთი და ავსტრია (შესაბამისად 72%, 35% და 30%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი ბელორუსიის მოქალაქეები - 64% –იანი მატებით.