გუშინ „მუნდიალი - 2014“-ის მორიგი შესარჩევი შეხვედრები გაიმართა. პოლონეთის ნაკრები სტუმრად სან მარინოს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით იმარჯვა - 5:1.
ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დორტმუნდის „ბორუსიას“ წამყვან თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის. ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
გერმანული სპორტული მას-მედიის ცნობით, დღეს ლევანდოვსკი დორტმუნდში ჩაფრინდება და საექიმო შემოწმებას გაივლის.
პოლონეთის ნაკრების სამედიცინო პერსონალის მტკიცებით, 25 წლის თავდამსხმელს ერთი თვე გაუცდება. რასაკვირველია ამ ინფორმაციამ „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ცუდ ხასიათზე დააყენა.