ორი დღის წინ ლონდონის „პალადიუმის“ საკონცერტო დარბაზში „Brits Icon Award”-ის საპატიო ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ეს პრესტიჟული პრიზი პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა სერ ელტონ ჯონმა დაიმსახურა. საინტერესოა, რომ ბატონი ელტონი ცოტა ხნის წინ გადატანილი აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ მაყურებლების წინაშე პირველად წარსდგა.
„პალადიუმის“ სცენაზე დიდი ტელეეკრანი გახლდათ დამონტაჟებული და აშშ-დან საპატიო პრიზის ლაუერატს ბილ კლინტონმა, რინგო სტარმა და იოკო ონომ მიულოცეს.
საზეიმო შოუ პროგრამა სამი საათი გაგრძელდა. დარბაზში შეკრებილი მსმენელების წინაშე ელტონ ჯონიც წარსდგა და ერთსაათიანი კონცერტი ჩაატარა.
ღონისძიების დასასრულს სცენაზე ცნობილი შოტლანდიელი მუსიკოსი, ელტონ ჯონის ახლო მეგობარი როდ სტიუარტი გამოჩნდა და „ძმაკაცს“ საპატიო ჯილდო გადასცა.