ამიერიდან გერმანიაში დაბადებული ბავშვი შეიძლება იყოს მდედრობითი, მამრობითი ან გაურკვეველი სქესის. ამგვარად, მშობლებს აღარ შეეძლებათ "თავს მოახვიონ" ახალშობილებს კონკრეტული სქესი და მათ, ვინც გარდამავალი სქესობრივი ნიშნები ("ინტერსექსუალი") გამოუვლინდებათ, შეეძლებათ თავადვე აირჩიონ სასურველი სქესი. - ნათქვამია ბუნდესრატის მიერ მიღებულ ახალ კანონში, რომელიც ძალაში ნოემბრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ გერმანია ამ საკითხში პირველობას ვერ "დაიკვეხნის" - ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში დაკანონებული "სქესობრივი დახარისხება" ეჭვქვეშ დააყენეს. შედეგად წარმოიშვა ტერმინი "ინტერსექსუალი" - ადამიანი, რომელსაც ორივე სქესისთვის დამახასიათებელი სქესობრივი ნიშანთვისებები აქვს, ქრომოსომების ჩათვლით და რომლის ფიზიოლოგიის მიხედვით რომელიმე ერთი სქესისათვის მიკუთვნება შეუძლებელია. ავსტრალიის მაგალითმა, როგორც ჩანს, შვედეთშიც ჰპოვა გამოხმაურება და მათ სპეციალურად საშუალო სქესის ადამიანის აღმნიშვნელი არტიკლი/ნაცვალსახელიც კი მოიგონეს - ჰენ.
ახალ იდეას მოწინააღმდეგეებიც ბლომად ყავს - განსაკუთრებით მიუღებელი ეს სიახლე დიდი ბრიტანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის აღმოჩნდა, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტში შესულ კანონპროექტს ევროკავშირის მასშტაბით საშუალო სქესის დაკანონების შესახებ.