დღეს დილით ვებ-გვერდმა „sport.es” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახალი მეკარის შეძენა გადაწყვიტა.
„განსაკუთრებულს“ კატალონიური „ბარსელონას“ კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესის ყიდვა სურს.
ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ვიქტორ ვალდესს დაუკავშირდა და უახლოეს მომავალში „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში გადასვლაზე დაითანხმა.
ვალდესს ამჟამინდელ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება. მეკარეს კონტრაქტის გაგრძელება კატეგორიულად არ სურს. ამ მიზეზით, ერთი თვის წინ თავი კინაღამ ლონდონის „არსენალში“ ამოყო.
რაც შეეხება „ჩელსის“ ძირითად მეკარე პეტერ ჩეხს. ჩეხეთის ნაკრების კარის დარაჯს გულში „ჩელსის“ დატოვება ამოუჭრია და 2014 წლის ზაფხულში კარიერას ალბათ ახალ კლუბში გააგრძელებს.