ფარელის სადებიუტო კოლექცია Louis Vuitton-ისთვის და ვარსკვლავები ახალი კოლექციის ჩვენებაზე

ფარელის სადებიუტო კოლექცია Louis Vuitton-ისთვის და ვარსკვლავები ახალი კოლექციის ჩვენებაზე

მას შემდეგ, რაც ამერიკელი მუსიკოსი და მოდის ანტრეპრენერი ფარელ უილიამსი მოდის სახლ “ლუი ვიტონის” შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა, უკვე რამდენიმე თვე გავიდა. ვარსკვლავი გახდება ისტორიაში რიგით მეორე შავკანიანი დიზაინერი, რომელიც ფრანგული მოდის სახლის სათავეში ჩადგა. პირველი იყო ვირჯილ აბლო, Off-White-ის დამფუძნებელი, რომელიც 2018 წელს Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი გახდა და რომელიც კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ 2021 წელს გარდაიცვალა.

ფარელმა რამდენიმეთვიანი მზადების შემდეგ საზოგადოებას “ლუი ვიტონის” 2024 წლის მამაკაცის ხაზის უახლესი კოლექცია წარუდგინა. ჩვენებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყვნენ ზენდეია, უილოუ სმიტი, რიანა და Asap Rocky, ბიონსე და სხვები.