რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Goal.com” ახლო წარსულში პოპულარულ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ლიდერი, ამჟამად მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მწვრთნელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებზე საუბრობს.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „ოქროს ბურთის“ საპატიო ჯილდოს არგენტინელი ლეო მესი ეუფლება. მიმაჩნია რომ მიმდინარე წელს ეს ტრადიცია დაირღვევა და მას ჩემი თანამემამულე ფრენკ რიბერი დაეუფლება.
2013 წლის სეზონი გამორჩეულად ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა. რიბერი და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ კონკურენტებს ერთი თავით აღემატებოდნენ.
ამ დუეტიდან საუკეთესოდ მაინც რიბერი მიმაჩნია. მიუნჰენის „ბაიერნმა“ მისი დახმარებით გერმანიის ბუნდესლიგა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ტურნირი მოიგო. ამ წარმატებების გამო „ოქროს ბურთს“ ფრენკ რიბერის გადავცემდი“. - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.