პოპულარული ანიმესა და მანგის One Piece-ის მიხედვით ნეტფლიქსმა სერიალი გადაიღო, რომელიც ეკრანებზე 31 აგვისტოდან გამოჩნდება. სერიალის მთავარი გმირი ლუფია, რომელიც მეკობრეების მეფე ხდება და მეგობრებთან ერთად განძის საძებრად მიდის.
ტრეილერი ნეტფლიქსმა ბრაზილიაში Tudum 2023-ის ფარგლებში წარადგინა. 8- ეპიზოდიან შოუს ორიგინალი მანგის პერსონაჟები ეყოლებიან, მათ შორის, ლუფი, ზორო, სანჯი, ნამი და სხვები.
One Piece-ის აღმასრულებელი პროდიუსერი ორიგინალი მანგის შემქნელი ეიჩირო ოდაა, რომელმაც შოუზე ძალიან დაკვირვებით იმუშავა, რათა ის ორიგინალი ვერსიის მსგავსი ყოფილიყო. სერიალზე მუშაობის პროცესის შესახებ მან მაისში ტვიტერზეც დაწერა.
"მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსს კარგად ესმის თითოეული პერსონაჟის, ცალსახაა, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული კულტურებიდან მოვდივართ. შესაბამისად, როდესაც გართობის ინდუსტრიაზე მიდგება საქმე, ჩვენ განხვავებული სტილი, უნარები და მიზნები გვაქვს, რაც ხანდახან ორივე მხარისთვის ძალიან დამაზიანებელია. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, უცხოური ადაპტაციის შექმნა შეუძლებელიც კია-მეთქი. მჯერა, რომ ეს ბოლო შანსია One Piece მსოფლიომ გაიცნოს. მინდოდა, რომ ამ პროცესისთვის მეთვალყურეობა გამეწია და დავრწმუნებულიყავი, რომ ეს სწორად მოხდებოდა. შოუს პრემიერა 2023 წლისთვის არის დაგეგმილი, თუმცა მე მივიღე პირობა, რომ სერიალს იქამდე არ გამოვუშვებთ, სანამ კმაყოფილი არ ვიქნები", — წერდა ოდა.