"ტრევის, ორსულად ვარ" — კორტნი კარდაშიანმა ქმარს ორსულობა კონცერტზე ახარა

კორტნი კარდაშიანმა ქმარს ორსულობის შესახებ Blink-182-ის კონცერტზე შეატყობინა. კორტნის ხელში ბანერი ეჭირა, წარწერით, "ტრევის, ორსულად ვარ". ტრევის ბარკერი, რომელიც ჯგუფის დრამერია, სცენიდან ჩამოხტა და ცოლს გადაეხვია. დამსწრე საზოგადოებამ წყვილი ყიჟინით გაამხნევა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო კორტნიმ საკუთარ ინსტაგრამზეც დადო.

კორტნი და ტრევისი 2021 წლის ოქტომბერში დაინიშნნენ. მათ ქორწილის ცერემონია რამდენჯერმე გადაიხადეს.

კორტნის ყოფილ პარტნიორთან, სკოტ დისიკთან, სამი შვილი — მეისონი, პენელოპი და რეინი ჰყავს. ბარკერს სხვა ურთიერთობებიდან ორი შვილი და ერთი გერი ჰყავს.