გლაზგოში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ბრიტანელი ქუჩის მხატვრის, ბენქსის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია სახელწოდებით CUT & RUN: 25 years card labour („გამოჭერი და გაიქეცი: გრაფიკასთან მუშაობის 25 წელი“) 28 აგვისტომდე გაგრძელდება და ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა ბოლო 14 წლის განმავლობაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ბენქსის მიერ 21-ე საუკუნეში შექმნილი გრაფიტების ასლები. ამასთან, გამოფენილია ტრაფარეტებიც, რომლებითაც ეს გრაფიტები იქმნებოდა.
ბოლო ბენქსიმ თავისი ნამუშევრები 2015 წელს, სომერსეტის საგრაფოში გამოფინა, თუმცა ის ექსპოზიცია კოლექტიური იყო.