როგორი იქნება ინდუსტრიის მომავალი?
ამაზე პასუხი შეიძლება კოსმოსში იყოს. სულ ცოტ ხნის წინ კალიფორნიულმა სტრტაპმა ორბიტაზე თავისი პირველი თანამგზავრი განათავსა.
მიზანი?
სტარტაპს კოსმოსში მასალების წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ეს იქნება ისეთი პროდუქცია, რომელიც დედამიწაზე ვერ იწარმოება, ან მიკროგრავიტაციის პირობებში უფრო სწრაფად დამზადდება.
"მსოფლიოში პირველი კოსმოსური ქარხნის მზის პანელებმა ვარსკვლავის ენერგიას "მიაგნეს" და დაიწყეს გაშლა", — აღნიშნულია Varda Space Industries-ის განცხადებაში.
Varda-ს მიერ თანამგზავრის გაშვება სატესტო კამპანიის ნაწილია, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა კოსმოსში ფარმაცევტული საშუალებების შექმნა.
"უფრო მძლავრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებიდან დაწყებული, ახალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული საშუალებებით გაგრძელებული, ჩვენ შეგიძლია ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტი, რომელსაც დედამიწაზე ვერ შეიმუშავებთ. ამისთვის სპეციალური გარემოა საჭირო და ეს პირობები კოსმოსში ბუნებრივად არის", — ნათქვამია Varda-ს ვებ-გვერდზე.
Varda-ს იდეები ეფუძნება სამეცნიერო კვლევას, რის მიხედვითაც, კოსმოსში წარმოებულ ცილის კრისტალებს შეუძლიათ შექმნან უფრო სრულყოფილი სტრუქტურები, ვიდრე დედამიწაზე წარმოქმნილ სტრუქტურებს. დედამიწაზე კრისტალების ფორმირებაზე უარყოფითად გრავიტაცია მოქმედებს.