მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი, ოლიგარქები არიან სხვები, მაგრამ არცერთ მათგანს, საბედნიეროდ, პარლამენტზე ან მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი, ოლიგარქები არიან სხვები, მაგრამ არცერთ მათგანს, საბედნიეროდ, პარლამენტზე ან მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს

ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი, ოლიგარქები არიან სხვები, მაგრამ არცერთ მათგანს, საბედნიეროდ, პარლამენტზე ან მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები არიან ოპოზიციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი ოპოზიცია გაება ხაფანგში. დარწმუნებული იყო, რომ რაღაცნაირად მოერგებოდა უკრაინული კანონი და მისი თარგმანი ბიძინა ივანიშვილს და არანაირ კრიტერიუმში რომ არ ჩაჯდა და ვერანაირი მტკიცებულება რომ ვერავინ ნახა, ვერც ამ ქვეყანაში და ვერც ქვეყნის გარეთ, რომ ეს ადამიანი ერევა პოლიტიკაში, ან რამე გავლენა აქვს რომელიმე მედია საშუალებაზე და ა.შ. ხაფანგი იმაში მდგომარეობს, რომ თავიანთი დამფინანსებლის მიმართ აღმოჩნდა რელევანტური ყველა ეს კრიტერიუმი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.