მამუკა მდინარაძე:

მამუკა მდინარაძე: "სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა"

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მამუკა მდინარაძის თქმითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე.

"არსებული გამწვევების ადეკვატურად, გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა - საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ასევე ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.