ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი სამ თვეში იმდენ იარაღს აწარმოებს, რამდენსაც ნატოს ყველა ქვეყანა ერთ წელიწადში.
„რაც შეეხება საბრძოლო მასალას, რუსეთი სამ თვეში იმდენს აწარმოებს, რამდენსაც მთლიანად ნატო - ერთ წელიწადში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რუტემ დასძინა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა არ ნელდება, პირიქით - აჩქარებს ტემპს.
ასევე, მისი თქმით, რუსეთი აქტიურად აღადგენს საკუთარ სამხედრო პოტენციალს, რაშიც მას ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ეხმარებიან.
„მოსალოდნელია, რომ წელს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია 1500 ტანკს, 3000 ერთეულ ჯავშანტექნიკას და „ისკანდერის“ 200 რაკეტას გამოუშვებს“, - განაცხადა მან.