სტივენ ჯერარდი მწვრთნელობაზე ოცნებობს

სტივენ ჯერარდი მწვრთნელობაზე ოცნებობს

დღეს დილით გამოცემამ „Sky Sports” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა რომ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „ლივერპულის“ ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის პროფესიაზე ოცნებობს. უფრო მეტიც, ფეხბურთელს მშობლიურ გუნდში მუშაობა სურს.

„კარიერას რამდენიმე წელიწადში დავასრულებ. თუ კლუბი საშუალებას მომცემს მსურს რომ გარკვეული დროის შემდეგ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დავიკავო. რასაკვირველია თავიდან მენეჯერის მოვალეობას შევასრულებ, შემდეგ კი ამ ოცნების ასრულებას შევეცდები.“ - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

33 წლის „ლივერპულის“ კაპიტანს გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორი წლის შემდეგ უსრულდება.