„ბარსელონამ“ დანი ალვესს კონტრაქტი არ გაუგრძელა

„ბარსელონამ“ დანი ალვესს კონტრაქტი არ გაუგრძელა

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „sport.es” გაავრცელა ცნობა რომ კატალონიურმა „ბარსელონამ“ ბრაზილიელ მცველ დანი ალვესს ხელშეკრულება არ გაუგრძელა.

სამხრეთ ამერიკელს ამჟამინდელ გუნდთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედების ვადა 2015 წლის ზაფხულში უსრულდება. გუნდი ალვეშთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელმა ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება მოითხოვა.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიელები ბრაზილიის ეროვნული გუნდის წევრს გამოემშვიდობებიან. პელეს თანამემამულე სავარაუდოდ კარიერას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს.

საკლუბო დონეზე დანი ალვეშს შემდეგ კლუბებში უთამაშია: „ბაია“, „სევილია“ და „ბარსელონა“. ამ უკანასკნელში ბრაზილიელი 2008 წელს ჩაირიცხა და მისი მაისური 162 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.

მოთამაშე ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 2006 წლიდან ასპარეზობს და მისი ღირსება 70 მატჩში დაიცვა.