პაატა მანჯგალაძე: ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება

პაატა მანჯგალაძე: ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება

პოლიტიკური კონსულტაციები არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც გრძელდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

„ვისაც უნდა ოპოზიციური ცენტრის შექმნის შექმნა, ამის უფლება აქვს. ჩვენ გაგიხარდება, თუ ასეთი ცენტრები ბევრი იქნება და ბევრ ხმას აიღებს ოპოზიცია. ვისაც სურს მარტო გამოსვლა, გამოვიდეს მარტო. ჩვენ გულშემატკივრობთ ოპოზიციურ პარტიებს, რათა ბევრი ხმა აიღონ მარტომაც და ვისაც უნდა ერთობა და კოორდინაცია, ამ ხალხსაც გულშემატკივრობთ.

„ლელოსთან“ კონსულტაციები ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ 2022 წელს, შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე ფორმატში შევხვდით. ბევრ საკითხში გავცვალეთ პოზიციები. ეს კონსულტაციები დასრულებული არ არის და გრძელდება. არა მარტო „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც“, - განაცხადა მანჯგალაძემ.