პომიდვრის წვენს უებარი სამკურნალო და აღმდგენი თვისებები გააჩნია. კერძოდ, ის აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში და კიბოს პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალებაა.
თუ ადამიანი საკვებში რეგულარულად იყენებს პომიდორს, კიბოთი დაავადების რისკი დაახლოებით ორმოცი პროცენტით მცირდება.
პომიდვრის წვენის მიღება ეფექტურია, ასევე, პროსტატიტის, ფილტვებისა და კუჭის კიბოს თავიდან ასაცილებლად; აგრეთვე, ძალიან სასარგებლოა მკერდის, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკისთვის.
პომიდვრის წვენი უნდა სვათ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მისი შეკაზმვა მარილით ან სხვა სანელებლებით არ შეიძლება, რადგან ეს მის სამკურნალო თვისებებს ამცირებს. შეგიძლიათ, ის შეკაზმოთ ნივრით ან ახალი მწვანილით.
ონკოლოგიური დაავადებების დროს, შეგიძლიათ შემდეგი რეცეპტი გამოიყენოთ:
100 მილილიტრ პომიდვრის წვენს დაამატეთ 100 მილილიტრი ჭარხლის წვენი და ცოტა ლიმონის წვენი;
50 მილილიტრ პომიდვრის წვენს დაამატეთ 100 მილილიტრი ჭარხლის წვენი და 50 მილილიტრი ცოცხალი ნიახურის წვენი.
მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში ერთხელ.