გურამ მაჭარაშვილი: კვირა არ გავა, რომ ქართულ პოლიტიკაში საერთაშორისო ვიზიტები არ განხორციელდეს - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მზაობაა

გურამ მაჭარაშვილი: კვირა არ გავა, რომ ქართულ პოლიტიკაში საერთაშორისო ვიზიტები არ განხორციელდეს - ეს ნიშნავს, რომ საქართველოში კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მზაობაა

„ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი, სამთავრობო იქნება ეს თუ საპარლამენტო, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ბოლო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტები გახშირდა, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ქვეყნის მზაობას ასახავს.

„ხედავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში არ არსებობს ერთი კვირა კი, რომ ან საპარლამენტო, ან სამთავრობო, ან ორივე ერთად არ იყოს უცხოეთში და ასევე, ევროკავშირიდან ან სხვა ქვეყნებიდან საქართველოში არ იყოს ვიზიტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ხედავს და აკვირდება იმას, რომ საქართველოში კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მზაობა უკვე არის. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მზაობა ადრეც იყო და ობიექტურად თუ შევხედავთ, საქართველოსა ადრეც ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, რაც თავად ევროკავშირმაც აღიარა თავის დროზე, როცა თქვეს, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. საქართველო თავად ევროკავშირის დასკვნებითაც კი უსწრებს ასოცირებულ ტრიოში ორივე ქვეყანას. “, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.