„იუვენტუსმა“ ხაბი ალონსოს დაუმიზნა

„იუვენტუსმა“ ხაბი ალონსოს დაუმიზნა

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Tuttosport” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს მომავალში ტურინის „იუვენტუსი“ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხაბი ალონსოს შეძენას შეეცდება.

ფეხბურთელს „სამეფო გუნდთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება. კლუბი ალონსოსთან ახალი კონტრაქტის დადებას ვერ ახერხებს რადგან მოთამაშეს  ხელფასის მნიშვნელოვნად მომატება სურს.

ამჟამად ხაბი ალონსო  მუხლის ტრავმას მკურნალობს. ექიმების ვერდიქტით ფეხბურთელი მოედანს სავარაუდოდ სამი თვის შემდეგ დაუბრუნდება.

იტალიური გამოცემის მტკიცებით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ალონსოსთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს და მის ყიდვას 2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში შეეცდება.