ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ „ნაპოლის“ სეზონი შეაფასა და ცალკეულად ფეხბურთელებზეც ისაუბრა. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიამ მოხიბლა და თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენის მისი წყალობითაც გაიზარდა.
„ოსიმენის გარდა, რომელსაც უკვე ვიცნობდით, ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კვარაცხელიაა. კიმი? ის გიგანტი იყო, თუმცა, ყველა მოთამაშეს დადებითი შეფასება ეკუთვნის. ისინი მზად იყვნენ სპალეტისა და მისი მუშაობის წყალობით. ოსიმენიც კვარაცხელიას წყალობით უფრო გაიზარდა. კვარა ბესტს შევადარე და მართალიც ვიყავი. ოსიმენმა კი ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, გუნდისთვისაც თამაშობდა, ეს კი არის ის, რასაც წარსულში ვერ ახერხებდა“, - თქვა ტარდელიმ.
შეგახსენებეთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 43 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.