ნეიმარი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს

ნეიმარი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს

პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელი, ნეიმარი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი არგენტინელი ლიონელ მესის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, აგრძელებს კლუბის გაძლიერების ვარიანტების ძიებას. მათი მიზანი ვარსკვლავური მოთამაშის გაფორმებაა. ერთ-ერთი ვარიანტია ნეიმარი, რომელიც კატალონიურ კლუბს უკვე შესთავაზეს.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ნეიმარის ხელფასი და პირობები, რომლებიც შესაძლოა პსჟ-მ წამოაყენოს, ნეიმარის თაობაზე, ტრანსფერის შესაძლებლობას გაართულებს.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს. ფორვარდის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლამდეა გათვლილი.

გასულ სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.