“ახალი იმიჯი ახალი კოლექციისთვის” – ანჯელინა ჯოლი სამოსის დიზაინს Chloe-სთან ერთად შექმნის

“ახალი იმიჯი ახალი კოლექციისთვის” – ანჯელინა ჯოლი სამოსის დიზაინს Chloe-სთან ერთად შექმნის

ოქროს გლობუსისა” და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს “ოსკარის” მფლობელი ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი ანჯელინა ჯოლი უკვე წლებია, რაც პრიორიტეტულ საქმიანობად ადამიანების უფლებების დაცვას მიიჩნევს, ის გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის კი არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული.

ანჯელინას საქმიანობა მრავალფეროვანია. მან წელს ბავშვებისთვის წიგნიც დაწერა, ჰუმანიტარული საქმიანობის პარალელურად კი რამდენიმე წლის წინ სამკაულების საკუთარი ხაზი შექმნა.

ოსკაროსანმა მსახიობმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის გეგმავს “ატელიე ჯოლის” გაკეთებას, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. საზოგადოებას ატელიეში შეეძლება ძველი სამოსის მიტანა და შემდეგ მისი გადამუშავება.

სანამ ანჯელინა ჯოლის ატელიეს შესახებ გავიგებთ სიახლეებს, ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად Chloe-სთან ერთად ქმნის საერთო კოლექციას. ვარსკვლავმა ახალი საქმისთვის იმიჯიც განაახლა, მათ თმა ქერად შეიღება.