საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოვიდა. დიდიე დეშამის გუნდი ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

საფრანგეთის ნაკრების წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფრანგ ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრებიც არ დახვედრიან. აეროპორტიდან საფრანგეთის ნაკრები პირდაპირ სასტუმრო "რადისონში" გაემართა, სადაც რამდენიმე დღით დაბინავდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა. ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელარუსთან მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, "ლიონის" ნახევარმცველი, მაქსიმ გონალონი გამოიძახა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა.

მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია.

ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდოგბია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო.

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრენკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.