„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, იტალიაში მოსწონთ, როცა ფავორიტად მეტოქეს მიიჩნევენ.
„ფავორიტები ვართ? თქვენ, იტალიელებს ასეთი ხრიკები ძალიან მოგწონთ. გინდათ ვთქვა, რომ ფავორიტები ვართ? კარგი, ვიტყვი რომ ასეა, ბედნიერები ხართ? სტამბოლში თამაშის მოსაგებად მივდივართ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ „ინტერიც“ ამიტომ მოდის. თუმცა, რაც მახსოვს, იტალიაში ყოველთვის მოგწონთ ასეთი რაღაცები, აჰ, სხვები უფრო ძლიერები არიან, ეს ხრიკებია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ მატჩი 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.