რომის პაპ ფრანცისკეს დღეს ოპერაციას გაუკეთებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამედიცინო პროცედურა რომის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდება. 86 წლის პონტიფექსს ოპერაციას მუცლის არეში გაუკეთებენ - მას თიაქარს ამოკვეთენ. ფრანცისკე ჰოსპიტალში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
გასული წლების განმავლობაში ფრანცისკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, თუმცა პაპი თანამდებობიდან გადადგომის შესაძლებლობას არ განიხილავს.