ინიესტამ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ინიესტამ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ ნახევარმცველ ანდრე ინიესტას ამჟამინდელ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გავრცელა ცნობა, რომ ინიესტა გუნდში 2018 წლამდე დარჩება.

29 წლის მოთამაშე ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს. ინიესტა ანაზღაურების მხრივ „ბარსელონაში“ ლეო მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელი იქნება.