ტომ ჰოლანდს საკუთარ თავს სხვა სპაიდერმენი ურჩევნია

ტომ ჰოლანდს საკუთარ თავს სხვა სპაიდერმენი ურჩევნია

ახლახან მიცემულ ინტერვიუში ტომ ჰოლანდმა სპაიდერმენის შესახებ გადაღებული ფილმებისა და ანიმაციების შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ტომ ჰოლანდი სულაც არ ფიქრობს, რომ ის სპაიდერმენია საუკეთესო, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს. ტომ ჰოლანდის თქმით, ანიმაცია Spider-Man: Into the Spider-Verse სპაიდერმენზე გადაღებულ ყველა სხვა ფილმსა თუ ანიმაციაზე უკეთესია.

"ვფიქრობ, რომ Spider-Verse-ის პირველი ნაწილი საუკეთესო ფილმია სპაიდერმენის შესახებ, რომელიც ოდესმე გადაუღიათ. ყველა იმ ადამიანით ვამაყობ, რომლებიც ანიმაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ. ანიმაციის პროდიუსერი ემი პასკალი ჩემთვის დედასავითაა. Spider-Verse-ის პრემიერაზე მასთან ერთად უნდა წავსულიყავი, თუმცა სამუშაოს გამო ვერ შევძელი. Spider-Verse-ის მეორე ნაწილსაც სულმოუთქმელად ველოდები. დარწმუნებული ვარ, მეორე ნაწილი ყველა მოლოდინს გაამართლებს და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ", — განაცხადა ტომ ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ Spider-Man: Into the Spider-Verse 2018 წელს გამოვიდა და გასაოცარი ვიზუალით მაყურებლების გული მარტივად მოიგო. Spider-Verse-ის მეორე ნაწილის პრემიერა 2 ივნისს შედგა და სპაიდერმენის ფანებისთვის ანიმაციის შემქმნელებს იმედები არც ახლა გაუცრუებიათ.

ტომ ჰოლანდმა Spider-Man 4-ის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით ფილმის გაგრძელებასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მსახიობის თქმით, Spider-Man 4-ზე მუშაობა ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვის გამო გაურკვეველი დროით შეჩერებულია.