კაია კალასი: ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს

კაია კალასი: ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს

ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ისინი, ვინც ნატო-ს გაფართოებასა და ესკალაციაში ადანაშაულებენ, რუსეთის მიერ შემოთავაზებულ იმპერიალისტურ ენას და იდეოლოგიას ითვისებენ.

„ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა, ვთქვათ, გარედან დაწესებული. აქ საუბარია ნატო-ს გაფართოებაზე, როგორც პროცესზე, რომელიც რატომღაც არ არის დაკავშირებული ქვეყნების ნებასთან, მაგრამ მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც უკანასკნელი კოლონიური ძალა, რომელიც რეალურად ცდილობს თავისი იმპერიის კოლონიზაციას და გაფართოებას“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.