დედამიწაზე გამონაბოლქვი გაზების რაოდენობა იზრდება

დედამიწაზე გამონაბოლქვი გაზების რაოდენობა იზრდება

მიმდინარე ასწლეულის ბოლოსთვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა 6 გრადუსი ცელსიუსით გაიზრდება. ამის შესახებ წერენ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები და მიუთითებენ სწავლულთა უახლეს დასკვნებზე, რომლებიც სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული.

აღნიშნული კვლევები დღეისთვის ყველაზე სრულყოფილია იმ კვლევათა შორის, რომლებიც ეკონომიკაზე, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის გავლენასთანაა დაკავშირებული.

კოპენჰაგენში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე, სწავლულებმა ქვეყნებს მოუწოდეს შეამცირონ სამრეწველო გამონაბოლქვების რაოდენობა, რათა თავიდან ავიცილოთ გლობალური დათბობა დედამიწაზე.

დღეისთვის წელიწადში ერთ ამერიკელზე 19,9 ტონა გამონაბოლქვი მოდის. ასწლეულის ბოლოსთვის 6 გრადუსით დათბობა თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა, 2050 წლისთვის ასეთი გაზების გამოფრქვევა მოსახლეობის ერთ სულზე 1 ტონამდე შემცირდეს.

ნახშირორჟანგის ბუნებრივი შთანმთქმელები - ტყე, ოკეანე და ნიადაგი - კარგავს ეფექტურობას: დღეისათვის ისინი შთანთქავენ 55 პროცენტს - 5 პროცენტით ნაკლებს, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინათ. „კოპენჰაგენის კონფერენცია - ჩვენი უკანასკნელი შანსია, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ კლიმატის სტაბილიზაციამ ინდუსტრიალიზაციამდელ დონეზე ზევით 2 გრადუსზე მეტად მაინც არ აიწიოს“, - ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ ინგლისის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კაროლინა ლე-კერემ.

გამონაბოლქვთა ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის ჩინეთსა და ინდოეთზე, მაგრამ ეს მაჩვენებელი აიხსნება დასავლეთთან ვაჭრობით.

ლე-კერეს დასკვნებს ბევრი არ ეთანხმება. მაგალითად, ვოლფგანგ კნოპი, ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, თავის სტატიაში წერს, რომ ნახშირორჟანგის შთანთქმა ბუნებაში უმნიშვნელოდ შემცირდა. სწავლულები ერთ რამეზე მაინც შეთანხმდნენ - დედამიწის კლიმატის შენარჩუნებისთვის საჭიროა გამონაბოლქვი გაზების ბუნებრივი შთანმთქმელების შესწავლა.