ლუიშ ფიგუ „პსჟ“-ში მუშაობას იწყებს

ლუიშ ფიგუ „პსჟ“-ში მუშაობას იწყებს

ერთი თვის წინ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელი სპორტული დირექტორი ლეონარდო თანამდებობიდან გადადგა.

ყოფილ ფეხბურთელს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოწერილი სამთვიანი დისკვალიფიცია ჰქონდა მისჯილი. გასული სეზონის ერთ-ერთ შეხვედრაში ლეონარდომ მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მძიმე სასჯელიც დაიმსახურა.

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Le Parisien” გაავრცელა ცნობა, რომ „პსჟ“-ს სპორტული დირექტორის სკამს ახლო წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ჩაიბარებს.

ფიგუ ამჟამად იტალიური „ინტერის“ ადმინისტრაციაში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს.

ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, პარიზული კლუბის არაბმა მეპატრონეებმა ფიგუსთან მოლაპარაკება უკვე გამართეს და დღეს-ხვალ პორტუგალიელი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდება.